27 თებერვალი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია მოქალაქეთა საინიციატოვო ჯგუფს შეხვდნენ.

     საკონსულტაციო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა - უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ (ჯგუფის ხელმძღვანელი), ჩოხოსანმა თენგიზ თავდგირიძემ, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ია მესხიძემ და იურისტმა თამაზ თებიძემ კანონმდებლებს თავიანთი წინადადებები გააცნეს, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირდაპირი წესით არჩევასა და საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სხვადასხვა დროს ჩატარებას ითვალისწინებს.

     დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ ჯგუფის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და აქვე განუმარტეს, რომ მათი წინადადებების გათვალისწინება აღნიშნულ პროექტში შეუძლებელია, ვინაიდან მსგავსი საკითხები უფრო მაღალი იერარქიის მქონე კანონებით რეგულირდება, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცდება და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.

     ჯგუფის წევრებს აქვე განემარტათ საქართველოს პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებასთან დაკავშირებული რიგი საკითხებისა და პროცედურების შესახებაც.