14 მარტი

   14 მარტს  აჭარას  ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვია. ირანელ სტუმრებს  შეხვდნენ  ჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  თავმჯდომარე  ზურაბ  პატარაძე,  აჭარის უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის  მოადგილე  მერაბ  კარანაძე, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყამავშაჰიდი, ირანის გენერალური კონსული ჰოსეინ მაშჰადი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი რუბენ მორგოშია  და  სხვა  ოფიციალური  პირები.

   საუბარი  შეეხო  საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას,  სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს. აღინიშნა,რომ  გასულ წელს   რამდენიმე მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  იყო  ირანის  წარმომადგენლობითი  დელეგაციის  მონაწილეობა  „აბრეშუმის გზის“ ფორუმში,რომელიც  2017  წლის  ნოემბერში  გაიმართა.

  აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო მიმოსვლის შემოღებამ. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც.

  ირანელ  სტუმრებს გააცნეს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო  და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.  გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

   სამუშაო  დღის  ბოლოს,  ირანელი  სტუმრები   აჭარის  უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარემ   დავით  გაბაიძემ    ოფიციალურ  სადილზე  მიიწვია.