30 მარტი

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, ცეცხლაურში, 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.სკოლამდელ აღზრდის დაწესბულებაში 20 ადამიანია დასაქმებული.

 დასახლებაში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა და მოსახლეობის თხოვნის გათავლისწინებით, პროექტის ფარგლებში ორსართულიანი შენობა აშენდა. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.

 საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდა. საბავშვო ბაღი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსახორციელებლად 530 204 ლარი დაიხარჯა.