დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
კომიტეტის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს და თითოეულ მათგანში ჩაშლილია ყველა ის აქტივობა, რომელსაც დარგობრივი კომიტეტის მიმდინარე წელს განახორციელებს.
მარინე გვიანიძის განცხადებით, კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, მაკონტროლებებლი საქმიანობის გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, კომიტეტის ორგანიზაციული გაძლიერება, უმთავრესი სტრატეგიული მიზნებია.
კანონმდებლებმა წარმოდგენილი გეგმა ერთხმად დაამტკიცეს.
სხდომაზე, ასევე მოისმინეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
ანგარიში, შემდგომი პროცედურებისთვის, საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.