საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გოგი ფუტკარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიას ესწრება

01.აპრილი.2026

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიას ესწრება.

     სესიაზე, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, კონგრესის ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს აირჩევენ. გარდა ამისა, პლენარულ სესიაზე დაგეგმილია ევროპის რეგიონებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, დებატები, კენჭისყრა.

 სესიაზე, ქართულ დელეგაციას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ნინო ვარდოსანიძე და სხვადასხვა რეგიონში პარტია “ქართული ოცნების” წევრები წარმოადგენენ. მათი მონაწილეობით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" (“Patriots for Europe in Congress”) შეიქმნა.

 ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე - ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში", ამ ეტაპზე, 6 ქვეყნის - საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

  ახალ პოლიტიკურ ჯგუფს უნგრეთის წარმომადგენელი - ანა მაგიარი ხელმძღვანელობს (Fidesz-KDNP), ხოლო ვიცე-თავმჯდომარეები - ნინო ვარდოსანიძე და ჩეხი - რიჩარდ ვერესი (ANO 2011) არიან. 

   ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერება, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საქმიანობა და კონგრესში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, ამავე პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებებს გააჟღერებაა

სურათები