9 აპრილის მოვლენებიდან 37-ე წლისთავზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ბათუმში პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა გმირთა ხეივანში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.
აღნიშნული პროცესია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.












































