საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძის კანდიდატურაა წარმოდგენილი

24.აპრილი.2026

       საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატით წარმოდგენილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ზურაბ პატარაძის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრბის კანდიდატები წარუდგინა.

       ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების კანდიდატებად წარმოდგენილი არიან მოქმედი მინისტრები.

სურათები