„ბათუმი არენაზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში, ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ დამაჯერებელი სხვაობით - 38:6 დაამარცხეს და საქართველოს უმაღლესი ლიგის ტიტული, ისტორიაში მეექვსედ მოიპოვეს.
ბათუმელ ბორჯღალოსნებს, რაგბის მოყვარულებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გულშემატკივრობდა.






























































