საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

27.აპრილი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე უძღვებოდა, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ზურაბ პატარაძე, მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა.

     როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამოქმედო გეგმა, დაფუძნებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დამკვიდრებულ იმ ძირითად პრინციპებზე და ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

    ფრაქციის წევრების შეფასებით, წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში ნათლად არის გაწერილი სამთავრობო გუნდის გეგმები და მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც საბოლოო შედეგის სახით, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული, მიუკერძოებელი, წინსვლისაკენ ორიენტირებული მთავრობის ჩამოყალიბებას, მდგრადი და ეფექტური პოლიტიკის გატარებას.

    ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ასევე მადლობა გადაუხადა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს - სულხან თამაზაშვილს და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა:

   „მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ გუნდს, პრემიერ-მინისტრს, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის. ვფიქრობ, მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს რეგიონს და სამშობლოს წარმატება მოვუტანოთ“,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

      ფრაქციამ მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობს დამტკიცებას.

სურათები