აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
„თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყია, როდესაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე ქართული დროშა ფრიალებს და საქართველოს ჰიმნი ისმის. ყოველი ასეთი საზეიმო წუთი, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გამარჯვებაა. მადლობა თქვენ, საქართველოს სახელით მოპოვებული თითოეული მედლისთვის. გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას და ჩვენი სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენას,“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ ქალ ფეხბურთელთა გუნდის - „ოქროს გოგონების“, სპორტის სხვადასხვა სახეობისა და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.































