აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის - „ნაზარის წერილების“ ჩვენებას დაესწრო.
ფილმი არის 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის (ლეჟავა) შესახებ.
გოდერძი შარაშიას საავტორო ფილმმა ნიუ-იორკის „ONIROS FILM AWARDS 2025-ის“ კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.
პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია "იმედმა" განახორციელა.








