საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.ივნისი.2026
„როცა სახელმწიფოს, საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მომავალზეა საუბარი, ეს, უპირველესად, ასოცირდება ახალგაზრდების ხელშეწყობასთან. ეს არ არის მხოლოდ მომავალი, ეს, ასევე არის დღევანდელობა, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, განათლების მიღებისა და რეალიზების შესაძლებლობებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ბათუმში, „ექსპო - ახალგაზრდულ სერვისებზე“ გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
ექსპოს მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებულობა, აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა რეგიონში არსებულ იმ რესურსებზე, რომლებიც მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განათლებას უწყობს ხელს.
ღონისძიება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორმა - ნინო დოლიძემ გახსნა, მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ექსპოზე, მონაწილეები გაეცნენ ერთ სივრცეში წარმოდგენილ სერვისებს. რეგიონის სახელმწიფო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგნელებმა, ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესო პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების თუ კარიერული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ღონისძიებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
სურათები