საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.ივნისი.2026

      შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი - ომარ ტაკიძე, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებ გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

      ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მთის სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება და ყველა სოფელს მოიცავს. ამასთან, პრობლემურ მონაკვეთებზე დაიგება ბეტონის საფარი და მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას.

      გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პარალელურად, დღვანში მოეწყო წყლის სათავეზე გამწმენდი ნაგებობა, შენდება ფერდსამაგრი კედლები, დაგეგმილია სოფლების - ქიძინიძეებისა და კვახიძეების  ცენტრების კეთილმოწყობა, მემორიალების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფელ გოგინაურში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.

        მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივებს და ადგილზე გაეცნენ მათ საჭიროებებს.

     ფრიდონ ფუტკარაძესთან და ომარ ტაკიძესთან ერთად დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

  

 

სურათები