საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

02.ივლისი.2026

შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, იაგო დავითაძესთან ერთად, ულფეთ ფუტკარაძეს 105 წლის იუბილე მიულოცეს.
სტუმრებმა უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს. ულფეთ ფუტკარაძეს 4 შვილი, 16 შვილიშვილი, 32 შვილთაშვილი და 15 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ულფეთ ფუტკარაძეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების „ ფარგლებში, დაბადების დღეზე, 5 000-ლარიანი  დახმარება გადაეცა. 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ დროისთვის აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.

სურათები