დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, რომელზეც ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი ფინანსური პარამეტრები სრულად უზრუნველყოფს რეგიონში დაგეგმილი ყველა სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.
ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები: სულ შემოსულობები - 1.027 მილიონი ლარი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები - 930 მილიონი ლარი, არაფინანსური აქტივების კლება - 80 მილიონი ლარი, სულ გადასახდელები - 1.059 მილიონი ლარი, გარდამავალი ნაშთი - 31 მილიონი ლარი.
2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი პრაგმატულადაა დაგეგმილი და სრულად პასუხობს აჭარის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონის განვითარების პრიორიტეტებს.













