17 თებერვალი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე რუმინეთის ტულჩის რეგიონული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და  სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ტულჩის რეგიონული საბჭოს წევრები ბათუმში საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდნენ.