30 მარტი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ  ბიალისტოკის, თორუნისა და კაუნასის უნივერსიტეტების მეცნიერთა დელეგაციას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრები ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსით, უფლებამოსილებებით, უმაღლესი საბჭოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების  საკითხებით დაინტერესდნენ.

 საუბარი შეეხო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას. როგორც აღინიშნა,  პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკის უნივერსიტეტს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გაცვლითი და ერთობლივი პროექტები აკავშირებს.

 პოლონელმა და ბალტიისპირელმა სტუმრებმა დავით გაბაიძეს 1918-21 წლებში  პოლონური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის - ივან კრასკოვსკისადმი მიძღვნილი წიგნი უსახსოვრეს. წიგნის თანაავტორებმა - დოქტორმა ტომაშ ბლაშჩაკმა და პროფესორმა დოროტა მიხალუკმა ისაუბრეს კრასკოვსკის ღვაწლსა და დამსახურებებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლებში პოლონელ დიპლომატს მიუძღვოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

      

 

 

 

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი