07 ოქტომბერი

 ბათუმში, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრის მონაწილეებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინსტიტუციური ჩარჩო, ზოგადი მიმოხილვა, ძირითადი ასპექტები, სიახლეების ძირითადი არსი, გამოწვევები, საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.

 ღონისძიება, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - ოთარ დიასამიძემ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ - კახა დემეტრეშვილმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა - ნატალია ბერუაშვილმა  და USAID/საქართველოს კერძო სექტორის უფროსმა მრჩეველმა - დავით წიკლაურმა გახსნეს.

 გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის მოდერატორიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელი - თამარ ბუაძე იყო.