19 ოქტომბერი

 უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა,  მოისმინეს  ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის გასულ  და  მიმდინარე პერიოდში  გაწეული საქმიანობის, დაგეგმილი პროექტების და ციტრუსოვანთა რთველის მოსამზადებელი სამუშაობის მიმდინარეობის შესახებ.

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა  შავაძემ  ისაუბრა  უწყების მიერ,  მიმდინარე  პერიოდში,  განხორციელებულ პროგრამებზე, ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციისთვის გატარებულ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, სეზონზე მოქმედებს  საკოორდინაციო შტაბი.

 დარგების  მიხედვით ინფორმაციები წარმოადგინეს თანამომხსენებლებმა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ჯემალ ნაკაშიძემ და ა(ა)ი პ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა  რაულ  თავართქილაძემ.

 კომიტეტის გადაწყვეტილებით, ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის არსებული მდგომარეობის  შესახებ“,   დაიწყება თემატური მოკვლევა.

 „მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ტყეების ზოგადი მდგომარეობა, გამოვკვეთოთ პრობლემური - გამეჩხერებული ტერიტორიები,   ასევე ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციები, გავაკეთოთ სათანადო დასკვნები და შევიმუშაოთ რეკომენდაციები“, - აღნიშნა  ფრიდონ ფუტკარაძემ.

 აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე, ასევე  წარმოადგინა  ინფორმაცია ,,დაცული ტერიტორიების (ქობულეთი, კინტრიში, მტირალა, მაჭახელა) მიმდებარე დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა-განხილვის, რეკომენდაციების შემუშავების და მათი შემდგომი მოგვარების მიზნით ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობის “ შესახებ საკომიტეტო განხილვის დაწყების თაობაზე.

 სხდომაზე  განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტიც „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.

 წარმოდგენილი ინფორმაციები კომიტეტის  წევრებმა  ცნობად მიიღეს.