10 დეკემბერი

 აჭარის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ,  რეგიონის მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმატებულ თანამშრომლებს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სიგელები გადასცა.

 დაჯილდოებამდე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელის ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აჭარის საავტომობილო გზების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და მომავალი  წლის პრიორიტეტები ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან  - მამუკა თურმანიძისაგან მოისმინეს.