13 დეკემბერი

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს.

  კომიტეტმა თემატური მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე 2022 წლის მაისიდან დაიწყო. ზეპირი მოსმენები, კომიტეტის გასვლითი სხდომები გაიმართა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან,  რეგიონის საჯარო სკოლებში დაიგზავნა სპეციალური კითხვარები, რომელთა მეშვეობითაც შეგროვდა და გაანალიზდა გამოთხოვილი ინფორმაცია.

  კომიტეტის თავმჯდომარის - დავით ბაციკაძის განცხადებით, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეგზავნება.