20 დეკემბერი

 „ადამიანის უფლებათა დაცვა არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრი ღირებულება“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ექსკურსიით სტუმრობდნენ.

 ცოტნე ანანიძემ, მოსწავლეებს გააცნო,  საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას, თანასწორობას, ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, აზრის თავისუფლად გამოხატვასა და   სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უზრუნველყოფს.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 მოსწვალეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრინციპებს, უფლებამოსილებებს, ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის სერვისებს.