10 თებერვალი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფატი ხალვაშმა, დავით ბაციკაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და ილია ვერძაძემ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

  „გვინდა ჩვენი თანადგომა გამოვხატოთ მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.  უსაზღვროა თურქი ხალხის ტკივილი, მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ქალაქები, დასახლებული პუნქტები. ვუსამძიმრებთ თითოეულ ოჯახს ამ დიდ ტკივილს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურებთ დაშავებულებს. ამ შემზარავ ტრაგედიას არ აქვს სახელმწიფოებრივი საზღვრები და მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხს ასეთ მძიმე ჟამს“, - აღნიშნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თურქეთის გენერალურ კონსულთან - რიზა ქაღან ილმაზთან საუბრისას.

   6 თებერვალის მიწისძვრით განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, თურქეთის რესპუბლიკაში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.