28 აპრილი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

   სამუშაო შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ქალაქ ვროცლავის საქალაქო საბჭოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის წევრებს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანასა და მის ცალკეულ რეგიონებს შორის  მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

   შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საკონსტიტუციო,  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი, აპარატის ხელმძღვანელი - ზურაბ ჭურკვეიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

  პოლონელი სტუმრები, რომელთა შორის ბათუმის საპატიო მოქალაქე - კაროლ ფშივარაა, ხვალ, „ბათუმობის“ დღესასწაულს დაესწრებიან, რომელიც ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135-ე წლისთავს ეძღვნება.