19 სექტემბერი

აჭარის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ვროცლავის, ტშებნიცასა და  ქვემო სილეზიის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საქართველოსა და პოლონეთის რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

აჭარის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებზე, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა, უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, მომავალ წელს, ბათუმში დაგეგმილ რეგიონული პარლამენტების კონფერენციაში მონაწილეობის მზაობა გამოთქვეს. კონფერენცია ღია მმართველობის საკითხებს დაეთმობა.

მხარეები შეთანხმდნენ, სამომავლოდ, შუახევისა და პშიბნიცას მუნიციპალიტეტებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე განათლების მიმართულებით. კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი, ასევე სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების მართვის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დელეგაციის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს წევრ  - ფრიდონ ფუტკარაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ - ჯაბა ფუტკარაძესთან, ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად,   პოლონეთის, ლუბუშის სავოევოდოს ვიცე-მარშალს და ბათუმის პარტნიორი ქალაქის - ზელიონა გურას მერს შეხვდნენ. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის დელეგაციის წევრები, საპატიო სტუმრის სტატუსით ქალაქ ზელიონა გურაში გამართულ ღვინის ფესტივალს დაესწრნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი