საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ახლად განწესებული მოსამართლის - გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრნენ.
გიორგი მოდებაძე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - რევაზ ნადარაიამ წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა, გიორგი მოდებაძეს, საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
გიორგი მოდებაძეს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირინე იმერლიშვილი ჩაანაცვლა, სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის, ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.