საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26 ოქტომბერი

 24-26 ოქტომბერს, ბათუმი კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს -„BATUMI OPEN" და „GRAND PRIX" მასპინძლობდა. ტურნირის დახურვის ღონისძიებაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, სიტყვით გამოსვლისას, სპორტის ამ გამორჩეული სახეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასპარეზობის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და სპორტსმენებს შემდგომი წარმატებები უსურვა.
 ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, სახელოვანი სპორტსმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - მუხრან ვახტანგაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირზე, რომელშიც 13 ქვეყნის - ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის, საბერძნეთის, გერმანიის, უნგრეთის, ისრაელის, ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ომანის გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველო 163 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი