აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკის 102 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - ადნან ალთაი ალთინორმა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მეგობრობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისა და მილოცვებისთვის.