საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო
თედორაძე დავით

თედორაძე დავით

უმაღლესი საბჭოს წევრი
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
არჩევის ფორმა: პროპორციული, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

1949 წლის 14 ივლისი
(0322) 28 54 66
d.tedoradze@sca.ge

განათლება: უმაღლესი, პედაგოგიური

1972 წელს  დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით

2004-2009 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრი

საქმიანობა უმაღლეს საბჭოში:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

დამატებითი ინფორმაცია

1973 წლის დეკემბრიდან 1974 წლის ივნისამდე – ხელვაჩაურის რაიონის განთიადის რვაწლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

1974 წლის ივნისიდან 1975 წლის ოქტომბრამდე – გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ კორექტორი, შემდგომ საწარმოო განყოფილების გამგე;

1975 წლის ოქტომბრიდან 1991 წლის მარტამდე – პარტიული სამუშაო, პარტიის საქალაქო და საოლქო კომიტეტებში;

1991 წლის მარტიდან 1993 წლის მარტამდე – სარედაქციო-საგამომცემლო ფირმა „არმაღანის“ მთავარი რედაქტორი;

1993 წლის მარტიდან 2016 წლამდე – სს „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორი;

2006 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

2010 წლიდან – ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე;

2014 წლიდან – ბათუმის საკრებულოს წევრი;

28/11/2016 წლიდან  დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

გამოცემები: პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა

1977 წელი – „ბეწვის ხიდი“;

1980 წელი – „ორღანი უკრავს“;

1983 წელი – „მზე ჩუქურთმებში“;

1986 წელი – „ცეცხლის პერანგი“;

1989 წელი – „გულის ძახილი“;

1995 წელი – „შენი ვარ“ - „წერილი მთიდან“ (სომხურ ენაზე);

1999 წელი – „ერთტომეული“„სველი ზღარბები“ (რუსულ ენაზე);

2004 წელი – „ხსოვნის ჩირაღდნები“ - „ასეა წუთისოფელი“;

2012 წელი – „მომავლისთვის, წინაპარისთვის“ - „როცა სული მთხოვს“;

2015 წელი – „რჩეული“; არის არაერთი პუბლიცისტური წერილისა და საგაზეთო სტატიის ავტორი;

ჯილდოები და წოდებები

პოეზიის რაინდის წოდება (2014 წ. ივლისი); საგურამოს პრემია (2014 წ. ნოემბერი); საპატიო ბათუმელის წოდება (2009 წ. ივლისი); ილია ჭავჭავაძის პრემია (2009 წ. ივლისი); გიორგი ლეონიძის პრემია (2008 წ. ოქტომბერი); მემედ აბაშიძის პრემია (2003 წ. 26 სექტემბერი); ღირსების ორდენის კავალერი (1999 წ. 29 აგვისტო); ლადო ასათიანის პრემია (1998 წ. ოქტომბერი);

უცხო ენები

რუსული

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი