აბესალომ ასლანიძე

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი. 1984-90 წლებში სწავლობდა ივანოვოს (რუსეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი(1997), ფილოსოფიის დოქტორი(2007). გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი

დაიბადა 1960 წლის 20 აპრილს ხულოს რაიონის სოფელ ძმაგულაში.

1976 წლიდან - 07.02.1983 წლამდე მუშაობდა სხალთის ენგელსის სახელობის კოლმეურნეობაში კოლმეურნედ

1979-81 წლებში მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში

05.03.1983 წლიდან - 16.07.1990 წლამდე მუშაობდა ლენინური კომკავშირის სახელობის ივანოვოს სამკერვალო ფაბრიკაში მუშად

15. 03. 1991 წლიდან - 31. 12. 1992 წლამდე მუშაობდა ოჩხამურის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად

10. 10. 1991 წლიდან - 18. 10. 1993 წლამდე მუშაობდა გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტში ფილოსოფიის  კათედრის  მასწავლებლად

06. 10. 1995 წლიდან - 25. 10. 1996 წლამდე მუშაობდა ძმაგულის არასრული საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად

04. 11. 1998 წლიდან - 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სახ. აგრარული უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის დოცენტად

2004-2005 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალიზმის კვლევის ცენტრის“ დირექტორად. ხელმძღვანელობდა კვლევით პროექტს „რეგიონალური კონფლიქტები საქართველოში“ 

02. 08 2004 წლიდან  -   დღემდე მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

2003 წელს იყო  სახალხო მოძრაობა ჩვენი აჭარის დარბაზის მდივანი, მთავარი კოორდინატორი ხულოს რაიონში

2006  წლის 2 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხულოს რაიონში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი

2004 წლის 16 ივნისს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით,  

          ფლობს რუსულ, გერმანულ (ნაწილობრივ) ენებს.

        ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.