კახაბერ დურსუნის ძე კახიძე
დაიბადა
1975
წლის
19
აგვისტოს
ქალაქ
ბათუმში.
· 1981 წელს შევიდა ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის #2 საშუალო სკოლაში. 1988 წელს სწავლა გააგრძელა ქობულეთის რაიონს სოფელ ხალას საშუალო სკოლაში რომელიც დაამთავრა 1992 წელს.
· 1992_1997 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სამართალმცოდნის სპეციალობით, კვალიფიკაცია სამართალმცოდნე.
· 1997-1998 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
· 2000-2004 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურსიტ-კონსულტანტად, ეწეოდა საადვოკატო საქმოანობას.
· 2004 წლის 26 მაისიდან 26 აგვისტომდე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იურიდიულ სამსახურში, სპეციალისტად.
· 2004 წლის 29 ივლისიდან 2005 წლის 30 მარტამდე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოდაგილედ.
· 2005 წლის 1 აპრილს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და სდაკადრო საკითხთა სამსახურის უფროსად.
· 2005 წლის 30 სექტემბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრეო დეპარტამენტის უფროსად.
· 2006 წლის 23 მარტს დაინიშნა უმაღლესი საბჭოს აპარატრის იურიდიული, საკადრო და სქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსად.
ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.