ვლადიმერ მახმუდის ძე მამულაძე

 

დაიბადა 1953 წლის 1 თებერვალს ხულოს რაიონის სოფელ კალოთაში.

1967 წელს დაამთავრა სოფელ კალოთის რვაწლიანი სკოლის 7 კლასი, 1970 წელს _ თბილისის . . კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა.

·      1970-1975 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, კვალიფიკაცია მშენებელ-ინჟინერი.

·      1976-1978 წლებში იყო კომკავშირის ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი

·      1978-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად.

·      1982-1985 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის შუახევის რაიკომის მეორე მდივანი.

·      1985-1990 წლებში იყო შუახევის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.

·      1990-1991 წლებში საქართველოს კომპარტიის შუახევის რაიკომის პირველი მდივანია.

·      1992-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის პირველ მოადგილედ.

·      2007-2009 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

·      2009 წლის მარტში დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად.

·      1984 წელს წარმოებისგან მოუწყვეტლად დაამთვარა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა.

არის თანაავტორი პუბლიცისტური ხასიათის წიგნებისა: `მიზანი-მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, "ღირსეული მოქალაქე~, `შუახევი~, `ხიხანის საარწივოდან~, `საბედისწერო მგზავრობა~.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.