1 ივლისი, 2011 წელი


 

ავსტრალიის  ელჩის მოადგილის პირველი ვიზიტი საქართველოში

მიხეილ მახარაძესთან შეხვედრით დაიწყო

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ ავსტრალიის ელჩის მოადგილე ჟაკლინ ეშვორთი და  მეორე მდივანი სარა ქელი მიიღო.

ჟაკლინ ეშვორთი ანკარიდან ბათუმში Dდღეს ჩამოვიდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია, ამიტომ  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მიხეილ მახარაძემ სტუმრებს აჭარის ისტორია, უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა, რეგიონის ტურისტული პოტენციალი, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქალაქის განვითარების კურსი და სამომავლო გეგმები გააცნო.

ჟაკლინ ეშვორთი რეგიონში განხორციელებული ინვესტიციებით დაინტერესდა. მან ღიად დააფიქსირა ავსტრალიის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი.

`უმაღლესი თავმჯდომარის პოსტზე ჩემი 7-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე პირველი შეხვედრაა ავსტრალიის წარმომადგენლობასთან საქართველოს და ავსტრალიას ახლო მეზობლური ურთიერთობა არ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებისთვის უფრო მეტი აქტიურობის გამოხატვა. მიხარია, რომ შეხვედრამ თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა~, _ განაცხადა მიხეილ მახარაძემ.

ვიზიტის დასასრულს, უმალესი საბჭოს თავმჯდომარემ ავსტრალიელ დიპლომატებს სამახსოვ საჩუქარი გადასცა _ ქართული თექის ნიმუში საქართველოს დროშის გამოხატულებით.

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება