1 ივლისი, 2011 წელი


 

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია

 

       ქალაქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე უძღვებოდა.

                დეპუტატებმა დღის წესრიგის გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

                საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯომარემ პეტრე ზამბახიძემ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ”საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ”სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია ”სახელმწიფო თეატრების შესახებ” და ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებს შორის არსებული კოლიზიური ნორმების აღმოფხვრა. კერძოდ, ”სახელმწიფო თეატრების შესახებ” მოქმედი კანონი სახელმწიფო თეატრებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ. ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი შესაბამისად, კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო კონტროლს მმართველობის ადგილობრივი ორგანო განახორცილებს. "სახელმწიფო თეატრების შესახებ" შესაბამისი კანონის ამოქმედების შემდეგ, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საშუალება ექნება აღნიშნულ სფეროში დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე კონტროლი განახორციელოს.

                დეპუტატებმა კენჭი უყარეს უმაღლესი საბჭოს დადგეილების პროექტს -”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, შემადგენლობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის მიხედვით, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიაში ”ერთიანი ნაციუნალური მოძრაობის” კვოტა განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 4 წევრით, ხოლო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” - ერთი წევრით. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვია უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის ინური აბულაძის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში გაწევრიანებამ.

                ცვლილებები შევიდა ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში, რომლის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომსიის შემადგენლობა განისაზღვრა 5 წევრით.

                ასევე, დადგენილებით განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელი, რომლის მიხდევით, საკანონმდებლო ორგანო ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქ. #9-ში მდებარე შენობაში დროებით დარჩება.

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება