2 მარტი, 2010 წელი
მიხეილ მახარაძემ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოს აპარატის ქალბატონებს შეხვდა და გაზაფხულის დღესასწაულები – დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თითოეულ მათგანს საჩუქრად ვარდები გადასცა.
“ეს დღეები განსაკუთრებულია ყველა მანდილოსნისთვის. ქალის შრომა ყოველთვის დასაფასებელია, დედობა კი ყველაზე საპატიო მოვალეობაა. ყველა თქვენგანს ბედნიერებას, მხნეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ”, -განაცხადა მიხეილ მახარაძემ.
შეხვედრაზე ქალებს დღესასწაულები მიულოცეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა პეტრე ზამბახიძემ, თემურ ბოლქვაძემ და აპარატის უფროსმა ლევან ხოზრევანიძემ.
უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და
მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება