25 იანვარი, 2010 წელი


 

მიხეილ მახარაძემ სალომე მელიას  საქართველოს

ჩემპიონობა მულოცა

 

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონ ჭადრაკში, ბათუმელ სალომე მელიას შეხვდა. თავმჯდომარემ ახალგაზრდა ჩემპიონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და გამარჯვება მიულოცა: "სალომე მელიას მივულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებ ისეთივე წარმატებული გზა განევლოს, როგორიც საქართველოს ყველა ქალმა ჩემპიონმა ჭადრაკში. მეამაყება, რომ საქართველოს ჩემპიონი აჭარის რეგიონიდანაა". შეხვედრისას მიხეილ მახარაძემ საქართველოს ჩემპიონთან სიმბოლურად ჭადრაკის ერთი პარტია ითამაშა, რომელიც ყაიმით დასრულდა.

სალომე მელია ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში 22 იანვარს გახდა. ქუთაისში 67- ჩემპიონატში, მასთან ერთად, გასული წლების ჩემპიონები და ოლიმპიადის გამარჯვებულებიც მონაწილეობდნენ. თამაშები წრიული სისტემით 13 ეტაპად ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 საქართველოს 67- ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთის დედაქალაქში საერთაშორისო ტურნირზე "Moscow open"-ზეა მიწვეული. საერთაშორისო ტურნირის შემდეგ ახლგაზრდა ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც 3 მარტს ხორვატიაში გაიმართება. სალომე მელია უკვე 50-მდე მედლისა და 20 თასის მფლობელია. იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

 

 

 

უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება