გელა რეზოს ძე ცხომელიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

დაიბადა 1965 წლის 22 თებერვალს ქობულეთის რაიონის სოფ. ლეღვაში.
1983-1988 წლებში სწავლობდა მოსკოვის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.
1989 -1990 წლებში იყო ბათუმის ცენტრალური გადამტვირთავი ნავთობბაზის შრომის ნორმირების ინჟინერი.
1990-1993 წლებში – ქ. ბათუმის ცენტრალური გადამტვირთავი ნავთობბაზის დირექტორის მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში
1993-1994 წლებში – ქ. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საგეგმო-ეკონომიური განყოფილების უფროსი
1994-2004 წლებში – შ.პ.ს. ბათუმის ნავთობბაზის მთავარი ინჟინერი
2007-2008 წლებში – ქ. ბათუმის ცხიმკომბინატ შ.პ.ს. “ბათოილის” დირექტორი.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

2009 წლის 16 სექტემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ.
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.