მიხეილ თოფანის ძე მჟავანაძე

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
 

დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს შუახევის რ-ნის სოფ. ფურტიოში.
1977-1979 წლებში სწავლობდა ბათუმის  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ბუღალტრის სპეციალობაზე.
1982-1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე სამკურნალო საქმის სპეციალობით. მიენიჭა ექიმი-ნევროპათოლოგის კვალიფიკაცია.
1979-1982 წლები - შუახევის რ-ნის სოფ. ზამლეთის კოლმეურნეობის რიგითი წევრი.
1988-1989 წლები - ქ. ბათუმის #2 საავადმყოფოში ექიმი-ინტერნი.
1989-1990 წლები - ხელვაჩაურის რაიონულ პოლიკლინიკა, ექიმი-ნევროპათოლოგი.
1995-2004 წლები –შ.პ.ს. თამარის დასახლების” პოლიკლინიკა, ექიმი-ნევროპათოლოგი.
2004-2006 წლები – შ.პ.ს #4 პოლიკლინა, დირექტორი.
2006-2007 წლები – შ.პ.ს აჭარის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, დირექტორი.
2007-2008 წლები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრი.
2008 წელი – შ.პ.ს აჭარის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, დირექტორი.
2008 წელი - 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. არის მაჟორიტარი დეპუტატი შუახევის რაიონის #82-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.


იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე, და ოთხი შვილი.