ნუგზარ რეზოს ძე ფუტკარაძე 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე

 

დაიბადა 1960 წლის 18 სექტემბერს შუახევის რ-ნის სოფ. პაპოშვილებში.
1979-1984 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის საკავშირო კომკავშირული სკოლის ისტორიის ფაკულტეტზე.
2001 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს სამართლებრივი პრაქტიკის მენეჯერის კვალიფიკაცია.
1985-1990 წლებში იყო სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე.
1990-1993 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის რუსეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის ასპირანტურაში. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1994-2004 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგე.
2002-2004 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
2004-2007 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი.
2007 წლიდან არჩეულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად. ამავე წლიდან არის ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

იცის: რუსული, გერმანული (ნაწილობრივ) ენები.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.