რევაზ ალექსანდრეს ძე არძენაძე
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მდივანი
- დაიბადა 1961 წლის 22 ნოემბერს ქ. ბათუმში.
- 1978 წელს მუშაობდა აჭარის საკონსერვო კომბინატში მუშად.
- 1978-1979 წლებში იყო ქ. ბათუმის ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის ლაბორატორიის გამგე.
- 1979-1984 წლებში სწავლობდა ნოვოჩერკასკის საინჟინრო-მელიორაციულ ინსტიტუტში
ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით. მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
- 1984 წელს - სმოლენსკის ოლქში სამუშაოთა მწარმოებელი.
- 1986-1987 წლებში - ქ. ბათუმის პმკ #8 ტრესტში ,,საქკოოპმონტაჟმშენის” ინჟინერი.
- 1987-1990 წლებში - ქ. ბათუმის აჭარკოოპკავშირის გამგეობის ინჟინერ-მშენებელი.
- 1990-2004 წლებში - ქ.ბათუმის აჭარკოოპკავშირის გამგეობის მთავარი
ინჟინერ-მშენებელი.
- 2004-2008 წლებში შ.პ.ს. ,,ბაზ-პლასტიკი”-ს დირექტორი.
- 2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს წევრად. არის მაჟორიტაი დეპუტატი ქედის რაიონის #80 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქიდან.
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.