თემურ ირშადის ძე ბოლქვაძე

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

 

დაიბადა 1956 წლის 11 დეკემბერს ხულოს რ-ნის სოფ. კორტოხში.
1973-1974 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის თამბაქოს ქარხანაში მუშად.
1974-1975 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი.
1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გეოფიზიკის სპეციალობით, მიენიჭა ფიზიკოსის კვალიფიკაცია.
1990 წელს ქ. თბილისის უშიშროების სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1980-1982 წლებში –ხულოს რაიონის სოფ. კორტოხის საშუალო სკოლის პედაგოგი.
1982-1984 წლებში იყო კომკავშირის ხულოს რაიონის რაიკომის მდივანი.
1984-1985 წლებში- კომკავშირის ხულოს რაიონის რაიკომის მეორე მდივანი.
1985-1992 წლებში – აჭარის ა რ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხულოს რაიონის რაიგანყოფილების ოპერატიული თანამშრომელი.
1992-1993 წლებში – აჭარის ა რ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხულოს რაიონის რაიგანყოფილების ოპერატიული თანამშრომელი.
1993-1994 წლებში – აჭარის ა რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხულოს რაიონის რაიგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.
1994-1996 წლებში – აჭარის ა რ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხულოს რაიონის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე.
1996-2004 წლებში – აჭარის ა რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხულოს რაიონის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე.
2004 წლის იანვრიდან მაისის ჩათვილით იყო აჭარის ა რ კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე.
2004-2005 წლებში – აჭარის ა რ კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონის რაიგანყოფილების უფროსი
2005-2008 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა რ მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი.
2008 წლის 2 დეკემბრიდან არჩეულია აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.