ავთანდილ ალექსანდრეს ძე ბეჟანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
დაიბადა 1939 წლის 25 მაისს ქობულეთის რაიონის სოფ. ქობულეთში.
1964 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მცენარეთა დაცვის სპეციალობით, მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.
1964-66 წლებში მუშაობდა ყაზახეთში, კოკჩეტავას ოლქში „ტიხოოკეანსკის“ მეურნეობაში უფროს აგრონომად.
1966-70 წლებში იყო ქობულეთის რაიაღმასკომის სოფლის მეურნეობის საწარმოო სამმართველოს უფროსი აგრონომი.
1970-75 წლებში - მცენარეთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი ქობულეთის რაიონში.
1972-77 წლებში სწავლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1978 წლიდან არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.
1975-81 წლებში - აჭარის ასსრ საოლქო საწარმოო ბიოლაბორატორიის დირექტორი.
1981-82 წლებში - „აჭარსოფქიმიის“ გაერთიანების თავმჯდომარე, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
1982-85 წლებში იყო ქობულეთის რაიკომის მეორე მდივანი.
1985-91 წლებში - ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
1990-1991 წლებში იყო ქობულეთის რაიკომის პირველი მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე.
1991-92 წლებში - აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი.
1992-2004 წლებში - უმუშევარი.
2004 წლის 6 მაისს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრად.
2004 წლის 20 ივლისიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. არის მაჟორიტარი დეპუტატი, ქობულეთის №81\3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.
იცის რუსული ენა.
ჰყავს ორი შვილი.