ნადიმ აბდულის ძე ბერიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი
დაიბადა 1959 წლის 16 თებერვალს ქ. ბათუმში. 1976 წელს დაამთავრა მახინჯაურის საშუალო სკოლა.
1976-77 წლებში მუშაობდა № 5-ე სამშენებლო ტრესტში მუშად.
1977-82 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო ქ. მოსკოვის სამთო ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სამთო მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით. კვალიფიკაცია-სამთო ინჟინერ-ეკონომისტი.
1982-85 წლებში ქ. მოსკოვის სამთო ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია.
1985-89 წლებში - ქ. მოსკოვის სამთო ინსტიტუტის ასპირანტი. არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
1999 წელს დაამთავრა ბათუმის ერთაშორისი ინსტიტუტი „მეგობრობა“ სამართალმცოდნეობის სპეციალობით, კვალიფიკაცია-იურისტი.
1989-91 წლებში იყო აჭარკოოპკავშირის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.
1991-92 წლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე.
1992-2004 წლებში - შპს „იურსერვისის“ გენერალური დირექტორი.
1999-2001 წლებში იყო სადაზღვევო კომპანიის - „ენივი-აჭარა 21-ე საუკუნე“ დირექტორი.
2004 წლის 20 ივლისიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. არის მაჟორიტარი დეპუტატი ხელვაჩაურის № 83/5 საარჩევნო ოლქიდან.
იცის რუსული, ინგლისური ენები.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი .