ლეილა ფელიქსის ასული ჩხეიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დაიბადა 1944 წლის 19 ივლისს ქ. ბათუმში. 1961 წელს წარჩინებით
დაამთავრა ქ. ბათუმის
№2
საშუალო სკოლა. 1963-69 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე ექიმი-პედიატრის
სპეციალობით.
-
1969-73 წლებში მუშაობდა
ქ. ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ექიმ-ორდინატორად.
-
1973-1980 წლებში
- ქ. ბათუმის ჩვილ ბავშთა სახლში
მთავარ ექიმად.
-
1977-85 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი
პედიატრია.
-
1975-1979 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის საკავშირო პედიატრიის
ინსტიტუტის ასპირანტურაში. არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული
ექიმი. ჯანდაცვის სფეროში აქტიური პროფესიული და საზოგადოებრივი
მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საკავშირო ჯილდო.
-
1980-93
წლებში
იყო
ქ.
ბათუმის
საქალაქო
საბჭოს აღმასკომის
ჯანმრთელობის
დაცვის
განყოფილების
გამგე.
-
1994-95
წლებში
ჯანდაცვის
სამინისტროს
სამკურნალო
სამმართველოს
უფროსის
მოადგილეა.
-
1989 წლიდან იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და 2004 წლამდე არ
შეუწყვეტია აქტიური ბრძოლა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ.
-
2003 წელს
იყო
სახალხო
მოძრაობა
,,ჩვენი აჭარის“
სათათბიროს წევრი. იყო ქალთა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლეჩაქის“ თავმჯდომარე.
-
2004 წლის 16 ივნისს დაჯილდოვდა
ღირსების ორდენით.
-
2004 წლის 20 ივლისიდან არჩეულია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
-
2005 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
აჭარის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
-
2006
წლის მაისიდან არის უმაღლეს
საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
იცის
რუსული,
ინგლისური
(ნაწილობრივ) ენები.
ჰყავს
მეუღლე
და
ერთი
შვილი.