ბეჟან იუსუფის ძე გობაძე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის წევრი

 

დაიბადა 1959 წლის 15 ივლისს ხულოს რაიონის სოფ. დიდაჭარაში. 1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. 1981 წ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკა-ტელემექანიკის სპეციალობით, მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.