კახაბერ რიზას ძე მიქელაძე
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი
დაიბადა
1976 წლის 14 დეკემბერს ქ. ბათუმში. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის
№23
საშუალო სკოლა. 1993-97 წლებში სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა
ფაკულტეტზე, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.
კვალიფიკაცია - ეკონომისტი.
-
1994-99 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი.
-
1996
წელს - ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სტუდენტური კავშირის დამფუძნებელი და
პრეზიდენტი.
-
1997-99 წლებში მუშაობდა აჭარის ა რ სტატისტიკის სახ. დეპარტამენტში
ელექტროგამომთვლელი მანქანების განყოფილების უფროსის მოადგილედ, იყო
კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი.
-
2000-2001 წლებში - აჭარის ა რ ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული
სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი.
-
2003
წელს იყო სახალხო
მოძრაობა
„ჩვენი აჭარის“ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
-
2003
წელს - „ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის“
ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
-
2004
წელს იყო აჭარის ა რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი.
-
2004
წლის 20 ივლისიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
წევრი.
-
2005
წლიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის პოლიტიკური საბჭოს წევრია.
-
2005 წლის
16 ოქტომბრიდან სწავლობს უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, სადაც მუშაობს
თემაზე: „საქართველოს ტერიატორიაზე არსებული ეთნოკონფლიქტების მოგვარება
ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში“.
-
2004 წლის 20 ივლისიდან 2006 წლის
23 მარტამდე იყო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია
„
ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარა“-ს
თავმჯდომარე.
იცის რუსული,
თურქული
ენები.