ზურაბ რამიზის ძე
მიქელაძე
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, აგრარული და თვითმმართველობის
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დაიბადა
1947
წლის
30
ივნისს ქ.
ბათუმში.
-
1964-66
წლებში
მუშაობდა ქ.
ბათუმის ხის დამამუშავებელ კომბინატში.
-
1966-72
წლებში
სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში,
აგრონომიის სპეციალობით და
მიენიჭა აგრონომ-სუბტროპიკოსის
კვალიფიკაცია.
-
1972-73
წლებში
მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
-
1973-84
წლებში
სწავლობდა
საქართველოს
სუბტროპიკული
მეურნეობის
ინსტიტუტის
ასპირანტურაში
და
დაიცვა
საკანდიდატო
დისერტაცია
აგროქიმია-სუბტროპიკული
კულტურების
განხრით.
-
1973-84
წლებში იყო
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტი,
მასწავლებელი,
დოცენტი.
-
1984-91
წლებში
მუშაობდა
სუბტროპიკული ნაყოფის შენახვა-გადამუშავების სრულიად საკავშირო
სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტუქტორო
ინსტიტუტში განყოფილების გამგედ.
-
1991-96
წლებში -
საქართველოს საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, იმავდროულად
ხელმძღვანელობს
ნედლეულის
წარმოების
შენახვისა
და
მემბრანული
ტექნოლოგიის
განყოფილებას.
-
1991-95
წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
დეპუტატი.
-
1996-2000
წლებში
-
საქართველოს
სუბტროპიკული
ნაყოფის
შენახვისა
და
გადამუშავების
სამეცნიერო-კვლევითი
და
სასწავლო
ტექნოლოგიური
ინსტიტუტის
დირექტორის
მოადგილე
და
ნედლეულის
შენახვის
ლაბორატორიის
გამგე.
-
2003-2004 წლებში- ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და
ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის გამგე.
- 2004
წელს
იყო
აჭარის
ა რ
დროებითი
საპრეზიდენტო
საბჭოს წევრი.
- 2004
წლის
20
ივლისიდან
არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
წევრად, არის ქედის რაიონის
მაჟორიტარი დეპუტატი
№80/
7 საარჩევნო
ოლქიდან.
- 2005
წლიდან
არის
,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
აჭარის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
იცის რუსული,
ფრანგული ენები.
ჰყავს
მეუღლე
და
ორი
შვილი.