როინ ხუსეინის ძე ნიჟარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარა “-ს თავმჯდომარის მოადგილე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი
დაიბადა 1972 წლის 12 ივლისს შუახევის რაიონის სოფ. ქიძინიძეებში. 1989 წელს დაამთავრა სოფ. ქიძინიძეების საშუალო სკოლა. იყო პოლიტიკური გაერთიანება „მრგვალი მაგიდის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი. 1991 წლის 31 მარტის არჩევნებში იყო საარჩევნო კომისიის წევრი.
2004 წლის 2 მარტიდან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარის“ თავმჯდომარის მოადგილეა.
იცის რუსული ენა.
ჰყავს მეუღლლე და ერთი შვილი.