მიხეილ ქაზიმის ძე მახარაძე

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

 

მიხეილ ქაზიმის ძე მახარაძე დაიბადა 1946 წლის 13 ნოემბერს ხულოს რაიონში,მასწავლებლის ოჯახში.

1965 წელს ჩაირიცხა და 1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი,ფილოსოფიის სპეციალობით. 1970 წლის ნოემბრიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის . წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1994 წლიდან არის ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე.

1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე-“არეოპაგიტიკის ფილოსოფიური შინაარსი”. 2000 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

. მახარაძის მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფეროებია: ქართული და შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, რენესანსისა და ჰუმანიზმის საკითხები,კულტურის ფილოსოფიის პრობლემები.Aამ თემაზე გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 7 მონიგრაფია.მთავარი შრომებია:,,არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები”(თბ. , 1983), ,,არეოპაგიტიკის ფილოსოფიური პრობლემები”(თბ. ,1986), ,,философское содержание ареопагитики”(тв. ,1991) ,,ძიებანი ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიაში”(თბ. ,1999) ,,რენესანსი, ჰუმანიზმი და XI-XII სს-ის ქართული კულტურა”(თბ. ,2003). მასვე ეკუთვნის პოპულარული წიგნები ფილოსოფიაში: ,,წერილები ქართულ ფილოსოფიაზე(1988), ,,ფილოსოფია მოზარდთათვის (გამოიცა სამჯერ – 2001, 2002, 2003 ..) და ,,ფილოსოფია, პოლიტიკა, მცირე პროზა”(2004).

. მახარაძე ბოლო 15 წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც პირველ ეტაპზე გამოიხატა პუბლიცისტური წერილებით, შემდეგ კი, უშუალოდ პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი აქტიურად მონაწილეობდა ასლან აბაშიძის რეჟიმის პოლიტიკური არენიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების პროცესებში, იყოსახალხო მოძრაობა ,,ჩვენი აჭარის”(2003.) ერთ-ერთი დამფუძვნებელი და თანათავმჯდომარე.

. მახარაძე არის არაერთი ლიტერატურული კრებულისა და თარგმნილი ნაწარმოებების ავტორი.მან ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ვლ.სოლოვიოვის ,,მუჰამედი”(2000; მე-2 გამოცემა 2005 .) და . ლოსევის ,,აღმოსავლური რენესანსი”(2005).

.მახარაძე ხელმძღვანელობს ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ოთხტომეულის გამოცემას, 1996 წელს გამოიცა I ტომი, ხოლო 2003 წელს IV ტომი.

2004 წლის თებერვალ-აპრილის თვეებში . მახარაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, 2004 წლის 20 ივნისს აირჩიეს აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო იმავე წლის 20 ივლისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

2004 წლის 16 ივნისს . მახარაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2004 წლის 30 დეკემბერს კი, პუბლიცისტური კრებულისთვის ,,ავანტიურა აჭარის სახელით”(2004 .)მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის,ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემია და ლაურეატის წოდება.

2007 წლის 20 ივლისს მიხეილ მახარაძე ერისა და სამსობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.

2008 წლის 26 სექტემბერს მიხეილ მახარაძე აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის ,, შავი ზღვის ევრორეგიონისვიცე-პრეზიდენტად.

2008 წლის 2 დეკემბერს მიხეილ მახარაძე მეორე ვადით, ფარული კენჭისყრით, არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.