აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მესამე მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი, მზადაა მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გასატანად.
კანონმდებლებმა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება.
ორივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.






-0a641e5c-4f78-46e5-b426-e2431fa8449d.webp)



-25b3b0e4-bdf9-48fc-9217-efe8e6124d58.webp)



